გამოცემის თქმით, მანჩესტერელებს რაულ ხიმენესისა და რუბენ ნევესის ყიდვა სურთ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.
საყრდენი ნევესის ყიდვა სოლსკიაერს პოლ პოგბასა და მაკტომინის ტრავმის გამო სურს, რადგან მოედნის ცენტრში, ფაქტობრივად, ფრედის შემცვლელი არ ჰყავს.
ხოლო რაც შეეხება თავდამსხმელ ხიმენესს, მისი შეძენა ლუკაკუსა და სანჩესის წასვლით არის გამოწვეული, "ეშმაკებს" თავდასხმის გაძლიერება სურთ.
როგორც ხიმენესმა, ისე ნევესმა პრემიერლიგაში 21-21 შეხვედრა ჩაატარეს. ფორვარდმა 8 გოლი გაიტანა, საყრდენმა კი 2.