ჟორჟინიო ვეინალდუმმა შესაძლოა "ლივერპული" ზაფხულში დატოვოს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფეხბურთელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა შესაძლოა კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს, - იტყობინება The Athletic-ი.

29 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედებს და ამ დრომდე მხარეები მის გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან. თუ კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოხდა, მაშინ ვეინალდუმმა შესაძლოა ზაფხულში კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კი ესპანური და იტალიური გუნდები იჩენენ.

თავად "ლივერპულს" არ სურს ვეინალდუმთან დაშორება და მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას შეეცდება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ კლუბი მის ტრანსფერს სოლიდურ ფასს დაადებს.

ვეინალდუმი "ლივერპულში" 2016 წლიდან გამოდის. მიმდინარე
სეზონში მან პრემიერლიგის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლიც გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული