"ლივერპულის" მწვრთნელი: კლოპის ტვინი ისე არ მუშაობს, როგორც დანარჩენი ადამიანებისა!

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელის თანაშემწემ, პაპეინ ლეინდერსმა, გუნდის მენეჯერ იურგენ კლოპთან ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრა.

"იურგენი ნამდვილი ლიდერია. ის მოტივაციას გძენს. თავისი გამონათქვამებით ყოველდღე მაოცებს. მისი ტვინი ისე არ მუშაობს, როგორც დანარჩენი ადამიანებისა!

სიტუაციებსა და პროცესებს ნათლად ხედავს. ვფიქრობ, ყველა, ვინც იურგენთან მუშაობს, გრძნობს, რომ მისთვის სულ ერთი არა ხარ შენ და შენი განვითარება. არანაირი ეგოიზმი, ის მართლაც სწორ გადაწყვეტილებებს ეძებს.

კლოპი ფეხბურთელებს გულიანად ელაპარაკება და რასაც ეუბნება, ადვილად აგებინებს. გასაოცრად შეუძლია თავისი საუბრით ხალხი ააღელვოს. ეს იოლი არ არის, მით უმეტეს, როდესაც
ასეთი დონის ფეხბურთელები გყავს.

ჩემთვის საინტერესოა, ამას როგორ ახერხებს. ფეხბურთში ბევრი ეგოისტია და ამას უნდა გაუმკლავდე. თუმცა, ასე მგონია, ჩვენს კლუბში ასეთი რამ საერთოდ არ არის.

იურგენმა კარგი ატოსფერო შექმნა. პრობლემებს მათ წარმოქმნამდე წყვეტს. ფეხბურთელებში უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს.

მწვრთნელის მტკიცე ხასიათი გუნდს გადაედება. ასეა ჩვენს გუნდში. ამაშია იურგენის პიროვნების სიძლიერე", - განუცხადა ლეინდერსმა The Athletic-ს.

altიურგენ კლოპი წაუგებელ სერიაზე: ჩვენი ახალი წელი მაისის ბოლოს დადგება

alt"არსენალის" ლეგენდა: კლოპს ეს შეუძლია, გვარდიოლას კი არა...

altიურგენ კლოპი 2019 წელს აჯამებს: მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს - ვაუ

altიურგენ კლოპი ანჩელოტიზე: ძალიან მომწონს... მომწონდა!

altგაბრაზებულმა იურგენ კლოპმა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს ენა გამოუყო და დასცინა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული