"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი ინგლისური პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესოებად აღიარეს.
იურგენ კლოპი თვის საუკეთესო მწვრთნელად ზედიზედ მეორედ, ხოლო სეზონში, საერთო ჯამში, მეოთხედ დაასახელეს. ამით მან ხოსეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა.
"ლივერპულმა" დეკემბერში 5 მატჩში საერთო ანგარიშით 15:2 მოიგო. კლუბი ინგლისის პრემიერლიგაში 20 მატჩის შემდეგ 58 ქულით პირველ ადგილზეა.
საუკეთესოს წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ: ოლე გუნარ სოლსკიაერი (მანჩესტერ იუნაიტედი) და ნაიჯელ პირსონი (უოტფორდი).
რაც შეეხება ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდს, 21 წლის ინგლისელი თვის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში პირველად დაასახელეს.
დეკემბრის 5 მატჩში
მან 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.