11 იანვარს, პრემიერლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა აუტსაიდერი "ნორვიჩი".
დუბლი თავდამსხმელმა მარკუს რეშფორდმა შეასრულა - მან მიმდინარე ჩემპიონატზე 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა და შუა სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა. რეშფორდის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 19 გოლია და მასზე მეტი ინგლისში მხოლოდ რაჰიმ სტერლინგმა (მანჩესტერ სიტი) გაიტანა - 20.
"მანჩესტერი" 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და 19 იანვარს სტუმრად "ლივერპულს" დაუპირისპირდება.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 73 271 მაყურებელი
მანჩესტერი - ნორვიჩი 4:0
გოლები: 1:0 რეშფორდი (27), 2:0 რეშფორდი (52, პენ), 3:0 მარსიალი (54), 4:0 გრინვუდი (76)