მიკელ არტეტას "სიტიდან" მცველის წამოყვანა სურს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას "მანჩესტერ სიტის" ინგლისელი მცველი ჯონ სტოუნსის შეძენა სურს, თუმცა იჯარაზეც თანახმა იქნება.

"სიტის" ცენტრალურ მცველს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უნდა, ხოლო "ქალაქელების" რიგებში მიღებული სათამაშო წუთებით ეს გაუჭირდება. ხოლო არტეტას კი დაცვის გაძლიერება უნდა.

ისეთი მოცემულობაა, რომ ორივე მხარეს სჭირდება ერთმანეთი. საქმეს ისიც აადვილებს, რომ სტოუნსსა და არტეტას ერთსა და იმავე სააგენტოსთან აქვთ გაფორმებული კონტრაქტი.

The Sun-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ლონდონში იმყოფება და საკუთარ აგენტთან ერთად განიხილავს ტრანსფერის შესაძლებლობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული