მოურინიოს "ტოტენჰემმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და თასის 1/16-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 იანვარს, ინგლისის თასის 1/32-ფინალის გადათამაშება გაიმართა "ტოტენჰემსა" და ჩემპიონშიპის "მიდლსბროს" შორის.

პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, დღეს კი მოურინიოს შეგირდებმა 2:1 გაიმარჯვეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე "საუთჰემპტონს" შეხვდებიან.

"ტოტენჰემმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება) შეწყვიტა.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 49 202 მაყურებელი
ტოტენჰემი - მიდლსბრო 2:1
გოლები: 1:0 ლო ჩელსო (2), 2:0 ლამელა (15), 2:1 სევილი (83)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული