"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს

AutoSharing Option
"ლესტერ სიტის" მცველი ბენ ჩიველი შესაძლოა ზაფხულში ლონდონის "ჩელსიში" გადავიდეს, - იტყობინება Daily Mail-ი.

წყაროს ცნობით, 23 წლის ინგლისელს შეეძლო ლონდონურ კლუბში უკვე ზამთარში გადასულიყო, თუმცა "ლესტერს" ფეხბურთელის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე სურს.

მიმდინარე სეზონში ჩიველმა, რომელმაც ინგლისის ნაკრებში გამოძახება მიიღო, პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული