22 მატჩიდან 21 მოგება და 1 ფრე - კლოპი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არაა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერის" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"ეს დიდი შვებაა. თამაშის 85-90%-ით კმაყოფილი ვარ, ჩვენ შესანიშნავნი ვიყავით. ვდომინირებდით, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ.

ჩვეულებრივ, დღეს პირველ ტაიმში 3 გოლს გავიტანდით, ხოლო მეორე ტაიმის 65-ე წუთამდე დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ მოქმედება გვმართებდა.

თუმცა "მანჩესტერი", შესაძლოა, კარგი გუნდია, რაღაც მომენტში ათამაშდა და თავდაცვა მოგვიწია. მცირე შეცდომები გვქონდა, ბურთის ფლობის უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და მატჩის ბედი ბოლომდე გაურკვეველი იყო.

ბოლოს კი შესანიშნავი, შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. მართლაც სასიამოვნო გრძნობაა",
- ციტირებს კლოპს BBC Sport-ი.

"ლივერპულმა" მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებული 22 მატჩიდან 21 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ტურნირის ვადამდე მოგებასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არც დაიგინოს რომ კმაყოფილი არაა
luarsabi
01:09 20-01-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული