მოურინიომ "ტოტენჰემში" კონფლიქტების სეზონი გახსნა - პირველი "მსხვერპლი" ინგლისელი მცველი აღმოჩნდა

AutoSharing Option
ბრიტანული წყაროების მიხედვით, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მცველ დენი როუზსა და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტი მოხდა.

კონფლიქტს ადგილი გასული შაბათის ვარჯიშის დროს ჰქონდა, "დეზების" სავარჯიშო ბაზაზე. უთანხმოების მიზეზს მოურინიოს გადაწყვეტილება წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც, "უოტფორდთან" გასამართი შეხვედრის განაცხადში როუზი არ შეიყვანა. 

29 წლის მცველი იმდენად აღშფოთებული იყო მსგავსი მოპყრობით, რომ პორტუგალიელ დამრიგებელს ძალიან მაღალი ტონით ესაუბრებოდა. 

როგორი დასასრული შესაძლოა ჰქონდეს მოურინიოსთან დაპირისპირებას, ამის შესახებ კარგად იკერ კასილასმა და უეინ რუნიმ იციან. მართალია, ამჯერად ჟოზეს ძველებურად მსუყე ლუკმა არ შეხვდა, თუმცა დასაწყისისთვის
როუზსაც არა უშავს. 

altმოურინიოს "ტოტენჰემმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და თასის 1/16-ფინალში გავიდა [VIDEO]

altჟოზე მოურინიო: იდიოტი კი არა ვარ, მესმის, კარგად რატომ არ თამაშობს ერიკსენი


მკითხველის კომენტარები / 3 /
"პორტუ"-ს შემდეგ მოურინიოს სერიოზული მიღწევა არ ქონია თუ გუნდი (ფაქტიურად სრული ძირითადი შემადგენლობა) დაკომპლექტებული არ ყავდა იმ დროის "ვარსკვლა ვებით". ამიტომ არ მიყვარდა და არ მჯეროდა არასდროს ("პორტუ"-ს შემდეგ) "განსაკუთრებული"-ს
გაოცებული
14:52 22-01-2020
2
უდიდესი მიღწევებეს ეპოქის შემდეგ არსენ ვენგერმა დააგვიანა თავის დროზე არსენალიდან წასვლა (არც გაუშვეს) და საშუალო დონის თუ არა ტოპ გუნდი ნაღდად აღარ არის მას შემდეგ არსენალი, ასევეა მაურინიოც, მისი მიღწევების ეპოქა დასრულებულია და სავარაუდოდ ტოტენჰემშიც ვერაფერს მიაღწევს წვალების გარდა. ტოტენჰემის პოლიტიკა ბოლომდე ისედაც გაუგებარია რამდენი წელია უკვე წვალობენ და რამე რომ მოიგოს ისეთი გუნდი ვერ გააკეთეს ახლა მოურინის ცდებით კიდევ უფრო აერევათ ყველაფერი! არ ჯობდა ასეთი ძვირადანაზღაურებადი მწვრთნელის ნაცვლად ვინმე ახლად წარმოჩენილი ახალგაზრდა ამბიციური მწვრთნელი მიეყვანათ გერმანიის ან საფრანგეთის ჩემპიონატიდან გაციელებით იაფად? და იმ ტოპგუნდებისაც გაუგებარია ტოტენჰემიდან გაშვებულ წლების განმავლობაში ვერაფრისმომგებ პოჩეტინიოზე რომ ააქვთ ერთი ამბავი ატეხილი!
!!!!!
15:54 21-01-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული