"Команда №1"-ის ცნობით, "შახტარის" ცენტრალური მცველი ნიკოლაი მატვიენკო მალე შეიძლება ლონდონის "არსენალში" გადაბარგდეს.
კლუბები ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებენ და ტრანსფერის გაჩარხვა ამ დღეებშია მოსალოდნელი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატვიენკოს სამსახურით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.
23 წლის მატვიენკომ უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.