"ტოტენჰემს" ბეილის გაფორმება დღეს სურს - მოლაპარაკებები მიმდინარეობს

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურს" მადრიდის "რეალის" უელსელი გარემარბის, გარეთ ბეილის შეძენა დღეს, 31 იანვარს სურს.

The Times-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შეთანხმება ღამის 12 საათამდე შესაძლებელია.

"დეზების" პრეზიდენტი დენიელ ლევი მადრიდში გაფრინდა "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან შესახვედრად.

უელსელი "ტოტენჰემის" რიგებში 2007-13 წლებში გამოდიოდა, "რეალში" კი იმ დროისთვის სარეკორდო თანხად - 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული