"სიტის" ფეხბურთელები გვარდიოლათი უკმაყოფილოები არიან

AutoSharing Option
Daily Mail-ის ცნობით, "სიტის" ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში უკმაყოფილოები არიან გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მუშაობით. "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" განცდილი მარცხის შემდეგ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ხანგრძლივი საუბარი შედგა.

ესპანელი სპეციალისტი გუნდის წევრების აზრით დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლებოდა "ლივერპულთან" ქულათა სხვაობის შემცირება. პასუხად ფეხბურთელებმა დაიწუნეს მუდმივი როტაციები. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტის" ერთნაირი შემადგენლობით ზედიზედ ორი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. 

სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც პეპის დამხმარე მიკელ არტეტა "არსენალის" მწვრთნელად დაინიშნა.  

altგამოუყენებელი პენალტი, გაძევება - მოურინიომ გვარდიოლას დუელი მოუგო [VIDEO]

alt"არსენალი"

ხვალ მთავარ მწვრთნელად მიკელ არტეტას წარადგენს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ყავს და ვერაფერს ვერ იგებს ანუ მწვრთნელი არ ვარგა
Jeyjey
18:39 04-02-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული