"ვესტ ჰემის" ორ ჰომოფობ ფანს სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს "ვესტ ჰემი" და "ბრაიტონი" ხვდებოდნენ, ლონდონური კლუბის ორმა ფანმა ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი ჟესტებით გამოიჩინა თავი.  ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დააპატიმრეს და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

"ახლა საქმე პოლიციაშია გადაცემული, თუმცა ნებისმიერ პირს, რომელიც დამნაშავედ იქნება ცნობილი, ცხოვრების ბოლომდე აეკრძალება "ვესტ ჰემის" როგორც საშინაო, ისე გასვლით თამაშებზე დასწრება. კლუბს არ გააჩნია ორმაგი სტანდარტები - ჩვენ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

თანასწორობა და მრავალფეროვნება "ვესტ ჰემის" საფუძველს წარმოადგენს და ჩვენი კლუბი განაგრძობს მოქმედებებს, რათა ნებისმიერმა პირმა,
ვინც ჩვენს სტადიონზე მოვა, საკუთარი გუნდის თამაშით სიამოვნების მიღება სხვების მსგავსად შეძლოს", - წერია კლუბის განცხადებაში.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული