გვარდიოლა "სიტის" გაძლიერებას ითხოვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას გუნდის დაცვის გაძლიერება სურს. ესპანელი სპეციალისტი მოუთმენლად ელოდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას და სულ მცირე, ორი ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს.

The Times-ის ცნობით, გვარდიოლა წუხს მიმდინარე სეზონში გაშვებული გოლების რაოდენობით. მისი აზრით, პრობლემა ვინსენტ კომპანის წასვლის შემდეგ დაიწყო, რადგან გუნდს მისი შემცვლელი არ დაუმატებია.

როგორც ცნობილია, "სიტი" აკვირდება ახალგაზრდა ესპანელ პაუ ტორესს, რომელიც "ვილიარეალის" მცველია. ასევე, ინგლისელების რადარზეა "ბენფიკას" 22 წლის მცველი რუბენ დიაში.

დიდი ალბათობით, გუნდში დარჩებიან ემერიკ ლაპორტი და ფერნანდინიო, რომელმაც კონტრაქტი გაახანგრძლივა. სამაგიეროდ,
გუნდი შეიძლება დატოვოს ოტამენდიმ, გვარდიოლა მზადაა არგენტინელს წლის ბოლოს შეელიოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული