მოურინიო: საუკეთესო გუნდმა წააგო, მაგრამ "ტოტენჰემმა" გასვლა დაიმსახურა

AutoSharing Option
ინგლისური "ტოტენჰემის" თავკაცი ჟოზე მოურინიო წუხანდელ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც მისმა გუნდმა "საუთჰემპტონს" 3:2 სძლია. ჟოზე მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა "ტოტენჰემმა" ზღვარზე ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.

"ჩემი გუნდი თავისი შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობდა. ჩემთვისაც ეს ზღვარი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომი არ იყო. გუნდი დაღლილი იყო, ორი დღის წინ მათ შესანიშნავი შეხვედრა გამართეს. დღეს ძალიან გვიჭირდა, თანაც საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მათ დასვენებისთვის ერთი დამატებითი დღე ჰქონდათ, დასვენებულები იყვნენ და საუკეთესო მოთამაშეები დაგვიპირისპირეს.

ვფიქრობ, დავალებას
კარგად გავართვი თავი. მომიწია იმ გუნდის ხელმძღვანელობა, რომელსაც უამრავი პრობლემა ჰქონდა. გულახდილად უნდა გითხრათ, დღეს ძლიერმა გუნდმა წააგო, მაგრამ ჩვენ გულით და შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშეთ. ასე რომ, დავიმსახურეთ გასვლა.

მოწინააღმდეგე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, როცა 4 მცველზე გადავერთეთ, ყველაფერი დელე ალიმ შეცვალა", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული