საოცარი ამბავი: შესაძლოა, "სიტის" ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც ჩამოართვან და ამ კლუბს გადასცენ...

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" შესაძლოა, 2014 წლის ინგლისის პრემიერლიგის ტიტული ჩამოართვან. ამისი მიზეზიც ფინანსური საკითხები შეიძლება გახდეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისის პრემიერლიგა "სიტისათვის" ქულების დაკლებას აპირებდა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ჩემპიონატისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემები, უეფაში გაგზავნილ მაჩვენებლებს უნდა ემთხვეოდეს, "ქალაქელების" შემთხვევაში კი ასე არ იყო.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ქულების დაკლებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან კლუბის ფინანსური მაქინაციებით დაკავებული 2012-16 წლებში იყო.

ამ პერიოდში "მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა: 2012 და
2014 წლებში. 2012 წლის ფინანსური მოქმედებების შინაარსი მთლად გარკვეული არაა, თუმცა 2014 წლის ჩემპიონობა ნამდვილად შედის დანაშაულებრივ პერიოდში.

თუ მანჩესტერულ კლუბს 2014 წლის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს, მას მეორე ადგილზე გასულ გუნდს გადასცემენ და ეს კლუბი "ლივერპული" გახლავთ. ასე რომ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს "წითლებს" პრემიერლიგის 1 საოცნებო ნაცვლად 2 ჰქონდეთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰე, მაგრად დაერხა სიტის.
გია
17:37 16-02-2020
0
მე. ვფიქრობ იუვენტუსის. ბედი ელის სიტის
macbook pro
21:44 16-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული