რატომ ემხრობა ვენგერი "სიტის" სანქციებს?

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ამბობს, რომ "სიტიმ" დაიმსახურა ევროთასებიდან 2-წლიანი მოკვეთა.

"მანჩესტერ სიტიმ" ჩემი ყველა ფეხბურთელი იყიდა. ყოველთვის ვემხრობოდი გუნდების ფინანსურ კონტროლს. გუნდებმა უნდა იმუშაონ ნატურალური შემოსავლით, რომელსაც ისინი იღებენ. წესები წესებია და მათ პატივი უნდა ვცეთ. თუ შენ პატივს არ სცემ, მაშინ ამას ნამდვილ სპორტს ვეღარ უწოდებ.

როცა ხალხი ცდილობს, თავიდან აირიდოს წესები და ეძებს სისუსტეებს კანონებში, ადრე თუ გვიან ის მახეში გაებმება. თუ "მანჩესტერ სიტი" შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, მაშინ დასჯის გარეშე არ დარჩება."

სხვადასხვა
წელს "მანჩესტერ სიტიში" "არსენალიდან" გადავიდნენ: კოლო ტურე, ემანუელ ადებაიორი, სამირ ნასრი, გაელ კლიში და ბაქარი სანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული