ბრუნო ფერნანდეში: კრიშტიანომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემი თავი ურჩია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში თავის თანამემამულის კრიშტიანო რონალდოს გავლენაზე საუბრობს, რომელმაც მცირე როლი არ ითამაშა მის ტრანსფერზე.

"მე რონალდოს დიდი ფანი ვარ. მის თამაშს ყოველთვის თვალს ვადევნებდი. აქ, მანჩესტერში, კარიერის ადრეულ ეტაპზე, მან სერიოზულ წარმატებას მიაღწია. "მანჩესტერში" თამაშზე კრიშტიანოს გამო ვოცნებობდი. როგორც კი კონტრაქტს ხელი მოვაწერე, რონალდოს დავუკავშირდი. ვიცი, რომ მას ჩემზე ეკითხებოდნენ და მან კარგად დამახასიათა, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. მას მადლობა გადავუხადე." - ციტირებს ბრუნოს SKY Sports.

ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. მან
3 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. კრიშტიანო რონალდო "წითელი ეშმაკების" რიგებში 2003 წლიდან 2009 წლამდე ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული