ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მცირე კომენტარი გააკეთა "ევერტონთან" გამარჯვების შემდეგ:
"ყველაზე მეტად გუნდის განწყობით ვარ გახარებული. ჩვენ ერთ კვირაში 3 გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს კარგი შედეგია. რაც შეეხება "ევერტონთან" შეხვედრას, "არსენალმა" შთამბეჭდავი 65 წუთი ითამაშა. მინდა გუნდმა 90 წუთის განმავლობაში თამაში ასე გააგრძელოს. არ დავმალავ: ეს საუკეთესო კვირაა ჩემს კარიერაში.
"ობამეიანგი? ეს ფეხბურთელი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს. მასთან არანაირი კითხვა არ მაქვს. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით", - ციტირებს ესპანელს BBC.
ამჟამად "არსენალი" 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო "ევერტონი"
მე-11-ზე 36 ქულით ჩავიდა.