"ლივერპული" ტიმო ვერნერის 30 მილიონად შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
"ლივერპული" "ლაიპციგის" 23 წლის თავდამსხმელ ტიმო ვერნერის სამსახურით დაინტერესდა.

Sport1-ის ცნობით, "ლივერპული" ვერნერის 30 მილიონ ევროდ შეძენას აპირებს. კონტრაქტის გამოსასყიდად სწორედ ეს თანხა ჩააწერინა გასული წლის აგვისტოში, ხელშეკრულების გაგრძელებისას ფეხბურთელმა "ლაიპციგს".

მიმდინარე სეზონში მან 33 მატჩში 27 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა, აღმოსავლეთგერმანულ კლუბთან კი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული