ვან დერ ვაარტი: მას პირველად რომ შევხედე, მეთქი, რა ნაგავია, ახლა კი რა ფორვარდი დადგა...

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ნიდერლანდელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ლონდონური პერიოდი გაიხსენა და ჰარი კეინსა და ბენუა ასუ ეკოტოს შესახებ ისაუბრა.

"მახსოვს ჰარი კეინის პირველი ვარჯიში, ის მაშინ 18-19 წლის იქნებოდა. მისი ბურთთან ყოველი მეორე შეხება თავით იყო. ჩვენს მეკარე გომესთან მივედი და ვუთხარი: "როგორი ნაგავია ეს ბიჭი".

ახლა კი თქვენც ხედავთ, როგორი ფორვარდი დადგა, მსოფლიოში საუკეთესოა. ეს ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთში არაფერი გამეგება.

აი, ასუ ეკოტო კი განსაკუთრებული ბიჭი იყო. როგორც ფეხბურთელი, საოცარი გახლდათ, თუმცა მისთვის ფეხბურთი დიდად
მნიშვნელოვანი არ იყო. ერთხელ მითხრა: "მე ფეხბურთს ფულისთვის ვთამაშობ. ყველა ასე აკეთებს, თუმცა მხოლოდ მე ვაღიარებ ამას".

მახსოვს, ანგარიშით 1:0 მოვიგეთ. არ ვიტყვი, რომელი გუნდის წინააღმდეგ. იმ თამაშში მე ვასრულებდი ჯარიმებს. მატჩის შემდეგ ასუ ეკოტო მოვიდა და გასახდელში მითხრა: "დღეს ბოლოჯერ დაარტყი ჯარიმა".

ამის შედეგად შევკამათდით, თუმცა სიტუაცია არაფრისგან იყო გამოწვეული. მოვიგეთ, ყველა ბედნიერი იყო, ის კი ჯარიმების დარტყმის ამბავმა შეაწუხა. თან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჯარიმო დარტყმებს თავად არასდროს ასრულებდა. არ ვიცი, რა დაემართა.

მიმაჩნია, რომ შინაგანად ის კეთილი ბიჭია, მაგრამ ზოგჯერ არც ისე სულელი ადამიანები გაუგებრად იქცევიან", - თქვა ვან დერ ვაარტმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული