ვან დერ ვაარტი: მაგუაიერის დონის 3 მოთამაშეს კვირაობით მოყვარულთა თამაშის დროს ვნახულობ

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ მცველ ჰარი მაგუაიერის მიმართ.

"სერიოზულად გეუბნებით, კვირაობით მოყვარულთა თამაშებს რომ ვუყურებ, მინიმუმ 3 ფეხბურთელს ვხედავ, ვინც მაგუაიერის დონეზე თამაშობს. შესაძლოა, ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ ისინი ამას ვერასდროს გაიგებენ.

წარმოგიდგენიათ, ჩვენ ახლა იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც 90 მილიონ ევროდ იყიდეს. თუ მაგუაიერში ამ თანხას იხდიან, მაშინ ვან დაიკი 300 მილიონი ღირს", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა Ziggo Sport-თან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 1 /

მართალია კაცი. დიდი გაბარიტების გარდა ამ ფეხბურთელის პლიუსი ვერ ვნახე. ბურთს რომ მიიღებს ისე არატექნიკურად და უხეიროდ ექცევა, ვიწვები ამის ცოდვით.

ჩემთვის, როგორც ინგლისის გულშემატკივრისთვის, ინგლისის ნაკრების დღევანდელი ცენტრი უსუსტესია რაც მათ ვგულშემატკივრობ 1997 წლიდან. სოლ კემპბელის, რიო ფერდინანდისა და ჯონ ტერის შემდეგ საცოდაობაა ამის ყურება ინგლისის ნაკრების ცენტრში...
არის ამაში სიმართლე
21:38 21-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული