ლამპარდი: ბოლო წლებში რამის მოგება "სიტის" ან "ლივერპულს" შეუძლიათ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ FA Cup-ზე არ განიცდის ზედმეტ წნეხს "ლივერპულთან" თამაშის წინ.

"მე ჩვეულებრივ წნეხს განვიცდი. უკანასკნელ წლებში რეალურად რამის მომგებები მხოლოდ "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული" არიან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაცია შეიცვალა, ჩვენ მდევრის როლში ვართ. უნდა დავეწიოთ და სხვაობა შევამციროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მედლების მოგება, მაგრამ ხვალ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, რომ "ლივერპული" დავამარცხოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ინგლისის თასი - სერიოზული ტურნირია. საღამოს შეხვედრები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ხოლო როცა კენჭისყრა
მეტოქედ "ლივერპულს" გახვედრებს, მატჩი ისეთი ხდება, რომ მასში მონაწილეობა ყველას უნდება", - ციტირებს ლამპარდს "ჩელსის" პრესსამსახური.

შეგახსენებთ, დღეს ლონდონის "ჩელსი" "ლივერპულს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული