"ლივერპულს" რაღაც დაემართა - ზედიზედ მეორედ დამარცხდა და თასიდან გავარდა

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/8-ფინალში "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია "ლივერპულს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "წითლებმა" მოულოდნელად 0:3 წააგო "უოტფორდთან", საერთოდ კი უკანასკნელი 4 შეხვედრიდან 3-ში დამარცხდა.

2019 წლის იანვრის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა პირველად განიცადა ზედიზედ 2 მარცხი. მაშინ ჩემპიონატზე "მანჩესტერ სიტიმ" მოუგო (2:1), ხოლო თასზე - "ვულვერჰემპტონმა" (2:1).

რაც კლოპი ჩაუდგა სათავეში, "ლივერპული" თასის მე-6 რაუნდში ჯერ არ გასულა და 2016 წლის შემდეგ მიჯრით 3 შეხვედრაში პირველად გაუშვა 2+ გოლი.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 103 მაყურებელი
ჩელსი - ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 ვილიანი (13), 2:0 ბარკლი (68)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰო ჰო ჰო, რა ფულს მოტეხავდნენ ამ "მოულოდნელი" წაგებებით? :)
koka
14:48 04-03-2020
1
zlieri gundia magram satadariko shemadgenloba ar yavs ertida igive shemadgenlobit yvela turnirze shedegis mihweva rtulia mitumetes roca saqme premierligas exeba gamoifita eg shemadgenloba
beqnuma
09:57 04-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული