მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგის მომავალ ორ გათამაშებაში შეიძლება მონაწილეობა ვერ მიიღოს, მისი თავდამსხმელი სერხიო აგუერო გუნდის გამოცვლას არ აპირებს.
Manchester Evening News-ის ცნობით, "კუნს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ქალაქელებში" დარჩენა.
გამოცემის მტკიცებით, 31 წლის არგენტინელი "სიტიში" კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ამ სეზონში პრემიერლიგაზე მან 22 მატჩში 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ სეზონში პრემიერლიგაზე მან 22 მატჩში 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.