მეივეზერი ფეხბურთით დაინტერესდა და "ნიუკასლს" ყიდულობს

AutoSharing Option
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი "ნიუკასლის" ფანებს შეხვდა და განუცხადა, რომ მზად არის, კლუბი იყიდოს.

"შტატებში ჩვენ ამ სპორტს სოკერს ვუწოდებთ. "ნიუკასლი" - შესანიშნავი კლუბია. თუ გინდათ, რომ მე ის ვიყიდო, უბრალოდ გამაგებინეთ." - ციტირებს ფლოიდს TMZ.com-ი.

მოგვიანებით მეივეზერის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოკრივე ნამდვილად აპირებს კლუბის შეძენას.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად "ნიუკასლის" მფლობელი ბრიტანელი მილიარდერი მაიკლ ეშლია, რომელმაც გუნდი 2017 წელს შეიძინა. ამ პერიოდში "ნიუკასლმა" ვერც ერთი სერიოზული ტიტულის მოგება ვერ მოახერხა, გარდა ჩემპიონშიპისა (2017).

ინგლისის პრემიერლიგის 29
ტურის შემდეგ გუნდი სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე 35 ქულით განთავსდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამო არ უნდა? გააგებინეთ
პაპა
11:52 10-03-2020
1
ამერიკაში ცხოვრობს, მიდგება-მოდგება და იშოვის რამეს. არ მგონი ფული მაგის პრობლემა იყოს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული