დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა "ინსტაგრამზე" ვარჯიშის კადრები გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, კრივის მოყვარულებმა კიდევ ერთი დიადი ბრძოლა იხილონ.
კრივის სამყაროში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მეივეზერსა და მენი პაკიაოს შორის მატჩ-რევანში შედგება. ფილიპინელი მოკრივე ამჟამად WBA-დივიზიონის ნახევრად საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამარს ფლობს.
მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერს შორის ბრძოლა 2015 წელს აშშ-ში, პერედაის სიტიში გაიმართა. აღნიშნული ჩხუბი 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯვება ფლოიდ მეივეზერს დარჩა - 118:110, 116:112 და 116:112.
უკანასკნელად კი 42 წლის მეივეზერი რინგზე 2017 წელს გავიდა, როცა UFC-ის ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი 7 რაუნდში დაამარცხა.