კლოპს არც კი დაესიზმრება: ინგლისის მე-10 ლიგაში კლუბმა 27 მატჩიდან 27-ივე მოიგო და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"ჯერსი ბულსი", რომელიც ინგლისის მე-10 ლიგის დებიუტანტი იყო, 27 შეხვედრიდან 27-ივე მოიგო და ტიტულს "ლივერპულზე" ადრე დაეუფლა.

უკანასკნელ შეხვედრაში "ჯერსი ბულსმა" "ბრითიშ ეირვეისს" 2:0 სძლია და მე-9 ლიგაში გასვლა გაინაღდა. ეს ამ კლუბისთვის ისტორიული მოვლენაა.

"ჯერსი" ნორმანდიის კუნძულების გუნდია, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა არც საზღვარგარეთულ ტერიტორიად ითვლება. დიდი ხნის განმავლობაში კუნძულების კლუბებს არ ჰქონდათ უფლება, ბრიტანულ ლიგებში ეთამაშათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეათე ლიგა რაღა უბედურებაა. მაქედან გავარდა სადააა? მეთერთმეტეში?
ვავა მარაზმი
13:57 10-03-2020
2
მეათე ლიგა იძახეთ და მინდვრის საფარი ნახეთ
ბათუმის ფანი
21:01 10-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული