ლონდონის "ჩელსის" ფორვარდს კორონავირუსი აქვს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური საიტი კლუბის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კალუმ ჰადსონ-ოდოიმ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის დირექტივების მიხედვით, ყველა ფეხბურთელი თუ თანამშრომელი, ვისაც კი კალუმთან ბოლო 24 საათში შეხება ჰქონია, კარანტინში გადავა. ისინი კი, ვისაც არ ჰქონია უშუალო კონტაქტი კალუმთან, ვარჯიშს უნდა დაუბრუნდნენ. სავარჯიშო ცენტრის ნაწილი კორონავირუსის გამო დაკეტილია. 

9 მარტს 19 წლის თავდასხმელს გაციების სიმპტომები ჰქონდა. უსაფრთხოების ზომების დასაცავად მან ვარჯიში დამოუკიდებლად და იზოლირებულად გააგრძელა, თუმცა 12 მარტს COVID-19-ის ტესტზე მან დადებითი პასუხი მიიღო. 

"კალუმს სწრაფ
გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მოუთმენლად ველით, როდის დაგვიბრუნდება კლუბში." - ნათქვამია განცხადებაში. 

altარტეტას კორონავირუსი აქვს - "არსენალის" მატჩი გადაიტანეს

altგასპერინი: კორონავირუსის გამო სერია A არ უნდა შეჩერებულიყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული