"ლივერპულის" ვეტერანი: სალაჰი მთავარი იმედგაცრუებაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა სტივ ნიკოლმა, რომელმაც მერსისაიდულ გუნდში 300 მატჩზე მეტი ჩაატარა, თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დაახასიათა.

"მოგებები დეზოდორანტივითაა, ყველა უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს. გამარჯვებები გაიძულებთ, მრავალი უარყოფითი რამ დაივიწყოთ. ეს სალაჰის ფორმაზეც ითქმის. პრემიერლიგაში ან კიდევ სხვა რომელიმე ტურნირზე არის ვინმე, ვინც მასსავით იმედები გაგვიცრუა?

მაინც ყოველ მატჩში თამაშობს. რატომაა ასე? იმიტომ, რომ გუნდი იმარჯვებს", - განუცხადა ნიკოლმა Goal.com-ს.

ამ სეზონში პრემიერლიგაზე სალაჰმა 26 მატჩში 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
26 მატჩი,16 გოლი,6 პასი.მთლად იმედის გაცრუებასაც ვერ დავარქმევთ,თუმცა რამოსისაგან დამტვრევის შემდეგ, წინანდელ დონეზეც ვეღარ ავიდა.ეეჰ,ნეტავი ჩვენ გვყავდეს ისეთი ფეხბურთელი,100 თამაშში,პრემიერ ლიგაში 70 გოლს რომ გაიტანს და სანთელს ავუნთებდი.თან,აღარც საგოლე პასებს დავუთვლიდი.
სოსო
09:15 16-03-2020
1
სრულად ვეთანხმები!
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული