როგორც calciomercato.com-ი იტყობინება, პოგბას კვლავ სურს "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება, ხოლო "იუვენტუსში" გადასვლა მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება. სხვა სავარაუდო კანდიდატებთან მოიაზრება: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და პსჟ.
იმისათვის, რომ "იუნაიტედმა" პოგბა გაყიდოს, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელზე ფასის დაკლება მოუწევს. არც ერთ კლუბს არ სურს ფრანგში 150 მილიონის გადახდა. სავარაუდოდ, გარიგება 100 მილიონი ევროს ფარგლებში მოხდება.
გარდა ამისა, პოგბას სურვილია წელიწადში 20 მილიონი ევროს გამომუშავება.
"რეალი" პოლ პოგბას არ შეიძენს - პერესს ტრანსფერებზე ფულის დახარჯვა არ უნდა
მოულოდნელად პოგბა "მანჩესტერში" ისევ გაბედნიერდა, მიზეზი კი ეს ადამიანია