დავიდ ლუისი "არსენალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
Evening Standard-ის ცნობით, მცველი დავიდ ლუისი უახლოეს დღეებში "არსენალთან" კონტრაქტს გააგრძელებს.

ბრაზილიელი "არსენალში" გასულ წელს "ჩელსიდან" გადავიდა და ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ამ სეზონში კი 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მეთოფეებს" ექვსი ფეხბურთელი დატოვებს: გენდუზი, სოკრატისი, იოზილი, მეიტლენდ-ნაილსი და "რომაში" განათხოვრებული მხითარიანი, რომლის კონტრაქტსაც რომაული კლუბი გამოისყიდის. და კიდევ - თავდამსხმელი ობამეიანგი "ბარსელონაში" აპირებს გადასვლას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული