ჰარი კეინი 2-3 კვირაში მწყობრში ჩადგომას იმედოვნებს

AutoSharing Option
იანვარში ბარძაყზე ნაოპერაციებმა "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ვარჯიში დაიწყო და მალე დაბრუნების იმედი აქვს.

"მე ყველაფერი კარგად მაქვს. ახლა ბევრს ვვარჯიშობ, აღდგენით პროცედურებს გავდივარ და ველოდები, სეზონი დაიწყება თუ არა.

ჩემი ოჯახი კარგადაა და რა თქმა უნდა, ყველა კორონავირუსზე ფიქრობს. უსაფრთხოებისთვის სახლში ერთად უნდა ვიყოთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

2-3 კვირაში დაბრუნებას ვიმედოვნებ. ახლა საუბარი მხოლოდ ჩემი ფიზიკური ფორმის აღდგენაზეა. დრო მჭირდება", - განუცხადა კეინმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული