პრემიერლიგაში კრიზისი იწყება და "ჩვეულებრივი ლიგა" გახდება? - ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრდებათ

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და რეკლამირებული ლიგაა, მაგრამ კორონავირუსის გამო მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.

არ არის მატჩები, არ არის შემოსავალი და როდესაც მოგება არ არის, თავისთავად ფინანსური კრიზისი იწყება. ეს კი არსებულ ბალანსს დაარღვევს და ყველაფერი თავდაყირა დადგება, ალბათ.

ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, პრემიერლიგის კლუბები განიხილავენ საკითხს, რომლის მიხედვით, პანდემიის გამო ფეხბურთელებს გასამრჯელოს 50%-ით შემცირებას სთხოვენ.

ერთ-ერთი კლუბის მაღალი ხელმძღვანელის თქმით, კლუბებსა და ფეხბურთელთა პროფკავშირებს შორის ამაზე მოლაპარაკების დაწყება გარდაუვალია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელებმა შეიგნონ, რატომ გვიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. ისინი
შექმნილ ვითარებაში უნდა დაგვეხმარონ", - განცხადა ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა.

3 აპრილს პრემიერლიგის კლუბები ვიდეოკონფერენციას მოაწყობენ და მოთამაშეთა ანაზღაურების საკითხს უფრო დეტალურად განიხილავენ.

თავიდან ინგლისის ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ვადამ მაისამდე გადაიწია და არავინ უწყის, მაშინაც განახლდება თუ არა.

და თუ პრემიერლიგა ვერ განახლდა, რიზისი და ხელფასების განახევრება მხოლოდ "ჟურნალი" იქნება, "კინო" კი - წინ არის. სამწუხარო ისაა, რომ ეს პრობლემა ევროპის ყველა ლიგას შეეხება და მისი დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული