ინგლისის პრემიერლიგის 8 კლუბმა ხელშეკრულება გააფორმა იურიდიულ კომპანიასთან, რათა სარჩელი შეიტანონ სპორტული არბიტრაჟის სასამართლოში და არ დაუშვან "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა.
ამ რვა კლუბს შორის ინგლისის ტოპ-კლუბებიც არიან: "ლივერპული", "ჩელსი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". აღნიშნული გუნდები თვლიან, რომ "სიტის" ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია იქამდე არ უნდა მოეხსნას, სანამ მათი აპელაცია გაგრძელდება. 8-ვე კლუბი ამ საკითხში სრულად ეთანხმება ერთმანეთს.
შეგახსენებთ, "სიტის" მომავალი ორი სეზონის განმავლობაში ევროტურნირებზე მონაწილეობა აეკრძალა. ამისი მიზეზი გახდა უეფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, "ქალაქელები" ფინანსური "ფეარ-პლეის" დარღვევაში დამნაშავედ
ცნო.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით