კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა კარიერა, შესაძლოა, ინგლისში, კერძოდ კი, "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ყურადღებით აკვირდება გრიზმანის სიტუაციას და ურთიერთობას "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან.
შეგახსენებთ, გრიზმანი "ბარსაში" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2019 წელს გადავიდა. კატალონიელების შემადგენლობაში მან 37 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
29 წლის ფორვარდის კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდეა გათვლილი.