მოურინიო გოდინის "ტოტენჰემში" გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
მცველმა დიეგო გოდინმა "ინტერში" დამკვიდრება ვერ მოახერხა, გუნდის გამოცვლას გეგმავს და მისი სამსახურით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.

"ტუტოსპორტის" ცნობით, ვეტერანი ურუგვაელის გადაბირებას "ტოტენჰემის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო ცდილობს.

გამოცემის მტკიცებით, პორტუგლიელი გოდინს ჯერ კიდევ მაშინ ეპატიჟებოდა, როდესაც "მანჩესტერს" ედგა სათავეში, თუმცა გოდინმა უარი უთხრა.

აღსანიშნავია, რომ "ტოტენჰემს" ზაფხულში იან ვერტონგენი დატოვებს და მის შემცვლელს ეძებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული