დე ბრუინი: ეს სეზონი არ უნდა განახლდეს, რათა ახალი სეზონი უპრობლემოდ დაიწყოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი თვლის, რომ კორონავირუსის გამო ეს სეზონი არ უნდა განახლდეს.

"სამწუხარო იქნება, თუ სეზონი ნაადრევად დასრულდება, თუმცა, თუ ეს მომავალი სეზონის უპრობლემოდ დაწყებას შეუწყობს ხელს, ეს უნდა გაკეთდეს - სეზონი არ უნდა განახლდეს. ვიცი, აქ საქმე დიდ ფულშია", - ციტირებს დე ბრუინს HLN.

პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სეზონი მხოლოდ მაშინ განახლდება, როდესაც მატჩების ჩატარება უსაფრთხო იქნება. 28 ტურის შემდეგ "სიტი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული