ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ გარი ლინეკერს მიაჩნია, რომ პრემიერლიგა უნდა განახლდეს.
"ვფიქრობ, ჩემპიონატი უნდა განახლდეს, თუმცა სიტუაცია პანდემიის გამო რთულია და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.
პრემიერლიგის ივნისში განახლებაა შესაძლებელი. იმ დროისთვის, სავარაუდოდ, ვითარება გამოსწორდება. მაყურებლების გარეშე ფეხბურთი მთლად ფეხბურთი არ არის, მაგრამ თუ საჭირო იქნება, მატჩები მათ გარეშე უნდა ჩატარდეს. "ლივერპულის" არაკეთილმოსურნეთა გარდა, პრემიერლიგის განახლება ყველას უნდა", - განუცხადა ლინეკერმა Talk Sport-ს.