კორონავირუსის გამო ჩემპიონატების შეჩერება კლუბებს რთულ ფინანსურ სიტუაციაში ჩააგდებს. სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი "ბარნლის" პრეზიდენტმა მაიკ გარლიკმა.
"თუ სეზონს არ გავაგრძელებთ ან მომავალი სეზონის თაობაზე კვლავ გაურკვევლობაში ვიქნებით, აგვისტოში ფული დაგვიმთავრდება. ეს ფაქტია.
ჩვენ სეზონის გაგრძელება გვინდა. რა თქმა უნდა, როდესაც ეს უსაფრთხო იქნება. ეს საუკეთესო ვარიანტია", - განუცხადა გარლიკმა Sky Sports-ს.
29 ტურის შემდეგ "ბარნლი" პრემიერლიგაში 39 ქულით მეათე ადგილზეა.
29 ტურის შემდეგ "ბარნლი" პრემიერლიგაში 39 ქულით მეათე ადგილზეა.