ვილიანი: მზად ვარ, სხვა კლუბებთან ვაწარმოო მოლაპარაკებები

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვილიანმა ეჭვი გამოთქვა, რომ "ჩელსიში" დარჩება.

მან დაადასტურა, რომ კონტრაქტის გაგრძელებაზე "არისტოკრატებთან" მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

"ყველამ იცის, რომ "ჩელსისთან" ხელშეკრულება რამდენიმე თვეში მიმთავრდება და მისი გახანგრძლივება წარმოუდგენლად მოჩანს. ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმების მიღწევა გაგვიჭირდება, ვინაიდან მე სამწლიან კონტრაქტს ვითხოვ, კლუბი კი ორწლიანს მთავაზობს.

ჯერ უცნობია, რა მოხდება, მაგრამ მზად ვარ, სხვა კლუბებთან ვაწარმოო მოლაპარაკებები", - განუცხადა ვილიანმა "მუნდო დეპორტივოს".

ვილიანს ინგლისში დარჩენა და კარიერის პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაგრძელება უნდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული