მანჩინი ფერგი-ტაიმზე: "როდესაც" მანჩესტერი" აგებდა, ხუთ წუთს უმატებდნენ, როდესაც იგებდა - ორს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "მანჩესტერის" ყოფილ მენეჯერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა.

"ინგლისში ცნობილი გახდა ე.წ. ფერგი-ტაიმი, როდესაც ფერგიუსონი მსაჯს მატჩის დასასრულს საათით მკაცრად მიანიშნებდა. მაშინ "მანჩესტერი" ხშირად იტანდა გოლებს.

იცით, როგორ მუშაობდა ფერგი-ტაიმი? თუ "მანჩესტერი" სახლში აგებდა, ხუთ წუთს უმატებდნენ, თუ იგებდა - მაქსიმუმ ორს.

"სიტის" სათავეში ყოფნისას მანჩესტერის ფეხბურთის ისტორია შევცვალეთ. დერბიში 6:1 დავამარცხეთ. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა და არც მოხდება. იმ დღეს ბევრი წუთის დამატება შეიძლებოდა...

ამას კი ვამბობ, მაგრამ ვაღიარებ, ფერგიუსონი დიდი მწვრთნელი იყო", - ციტირებს
მანჩინის Il Sole 24 Ore.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფულის ტრენერი ესა:)
0
გაპარტახებდა ჩვეულებრივად ბებერი ხალხით!სანამ მილიარდები არ დახარჯეთ მანამდე ვერც ვერაფერი იკისრეთ
აბგდ
10:24 12-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული