იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კომენტარი გააკეთა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რაც კორონავირუსის ეპიდემიით არის განპირობებული.
"ასეთ დროს იტალიის დატოვებაზე არც კი მიფიქრია, რადგან აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ და სრულ ნდობას ვუცხადებ იმ ექიმებს, რომლებიც გმირულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს. მე მინდა ახლოს ვიყო იმათთან, ვისაც დახმარება სჭირდება.
მე ამას როგორც რიგითი იტალიელი ისე ვამბობ და არა იმიტომ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ. ვიდეო, რომელშიც ასახულია აივნებზე სიმღერა, ნამდვილ იტალიას აჩვენებს. ეს გამოხატავს იმას, რომ რთულ სიტუაციაში ყველაფერს ვაკეთებთ და
ერთმანეთს ვეხმარებით,"- განაცხადა მანჩინიმ Football Italia-სთან საუბარში.
რეალურად, კი იტალია, ამ ეტაპზე, მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყანაა, სადაც ყოველდღე 100-ობით ადამიანი კორონავირუსით იღუპება.