მსოფლიოს სარეკორდო ფასად ჩრდილოეთისკენ - ჰარი კეინი "ტოტენჰემს" ტოვებს?

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპური" ვალების გამო ფორვარდი ჰარი კეინის "მანჩესტერ იუნაიტედში" 200 მილიონ ფუნტად გაყიდვას აპირებს.

გამოცემის ცნობით, "თოტენჰემს" ფინანსური პრობლემები სხვადასხვა კრედიტის გამო შეექმნა, რომლის აღებაც ახალი სტადიონის ასაშენებლად დასჭირდათ, რომელიც 725 მილიონი ევრო ჯდება. ამას გარდა, "დეზებს" სხვა კლუბების ვალებიც აქვსდა მათი ჯამი 94 მილიონ ევროს შეადგენს.

ჰარი კეინი, რომელსაც ლონდონელთა რიგებში თბილისში კი უთამაშია, "ტოტენჰემის" აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. კლუბთან კონტრაქტი კი 2024 წლამდე აკავშირებს.

თუ გარიგება შედგა და
"იუნაიტედმა" კეინში 200 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება და ნეიმარის გადასვლას 6 მილიონი ევროთი აჯობებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კეინი მაგდენი ღირს?
დააბრუნეთ გელა ნუგზარაშვილი ნაკრებში!
21:09 12-04-2020
1
მაგ ფასად ნაღდად ვერ გაყიდიან, მაგდენი ძროხა არ ღირს, თან მეწველი.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
19:20 12-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული