როგორც ჩანს, ფეხბურთმა "ლივერპული" ბოლომდე არ გაწირა და ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი აუცილებლად დასრულდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზომები საჭირო აღარ იქნება.
The Telegraph-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ლიგაში ჩასატარებელი 92 შეხვედრა ზაფხულის 5 კვირაზე გადანაწილდეს იმ პირობით, რომ არცერთ გუნდს არ მოუწევს კვირაში 2 შეხვედრაზე მეტის ჩატარება.
ამასთანავე, კლუბებს არ სურთ მატჩების ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარება და სურთ შეხვედრებს საკუთარ არენებზე უმასპინძლონ, მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა თამაშები მაყურებლების გ
არეშე.
ქვეყანაში, სადაც "კორონავირუსი" აკრძალულია, ჩემპიონატი ახლდება