"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დიდი ქველმოქმედია.
მან ეგვიპტეში, ქალაქ ბასიუნთან მდებარე მშობლიური სოფლის, ნაგრიგის მცხოვრებლებს ათასი ტონა კვების პროდუქტები გადასცა.
სალაჰმა აგრეთვე სოფელში დეზინფექცია დააფინანსა - პირბადეები და ვირუსისგან დამცავი საშუალებები გადასცა.
ადრე მოჰამედი ეგვიპტეს კორონავირუსთან ბრძოლაში 1.17 მილიონი ევროთი დაეხმარა.
ეგვიპტეში 2 884 ადამიანი დაინფიცირდა, 205 გარდაიცვალა.