მოჰამედ სალაჰმა თანასოფლელებს ათასი ტონა კვების პროდუქტები გადასცა

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დიდი ქველმოქმედია.

მან ეგვიპტეში, ქალაქ ბასიუნთან მდებარე მშობლიური სოფლის, ნაგრიგის მცხოვრებლებს ათასი ტონა კვების პროდუქტები გადასცა.

სალაჰმა აგრეთვე სოფელში დეზინფექცია დააფინანსა - პირბადეები და ვირუსისგან დამცავი საშუალებები გადასცა.

ადრე მოჰამედი ეგვიპტეს კორონავირუსთან ბრძოლაში 1.17 მილიონი ევროთი დაეხმარა.

ეგვიპტეში 2 884 ადამიანი დაინფიცირდა, 205 გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
1000 ტონა მილიონი კილოგრამია. 20 ვაგონზე მეტი გამოდის. :)
Jarji
17:46 19-04-2020
0
რა ფულები აქვთ ამ ჩემისებს? მე ჩემი ოჯახისათვის რას აღარ ვაკეთებ, უმაღლეს დამთავრებული და, რომ იტყვიან კაპიკებზე ვზივარ. გამოვსულიყავი მეც ფეხბურთელი ხომ მექნებოდა მეტ ნაკლებად შემოსავალი?!
ვატო
16:21 20-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული