"მანჩესტერს" კეინის ფასი ეძვირა და არ შეიძენს

AutoSharing Option
"მანჩესტერს" ძალიან უნდოდა "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰარი კეინის შეძენა, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა.

"გარდინის" ცნობით, "მანჩესტერი" ზაფხულში კეინის ტრანსფერში 150 მილიონი ევროს გადახდას ვერ შეძლებს.

კეინს "მანჩესტერში" გადასვლას არ ურჩევდა მისი ყოფილი მწვრთნელი ჰარი რედნაპი, რომელიც თვლის, რომ ახლა ეს გუნდი "ტოტენჰემზე" უკეთესი არაფრით არაა.

ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეინის სამსახურით "რეალი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული