"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოაო ფელიქსის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
Le10Sport-ზე დაყრდნობით, "წითელი ეშმაკები" მადრიდის "ატლეტიკოს" 20 წლის ფორვარდის, ჟოაო ფელიქსის შეძენითაა დაინტერესებული.

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერსა" და ფელიქსის აგენტ ხორხე მენდესს კარგი ურთიერთობა აქვთ, რომელიც, ასევე, რონალდოსა და ბრუნო ფერნანდეშის აგენტიცაა, "ატლეტიკოს" გაუჭირდება ფელიშის გაშვება. მეორე მხრივ კი, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, მადრიდულ გუნდს სერიოზული ფინანსური კრიზისი ელოდება.

ფელიქსი "ატლეტიკოში" 2019 წელს "ბენფიკადან" 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული